იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
იტალიაში, მოდენას პროვინციაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცი მაშინ შენიშნეს, როდესაც ის ავტოფარეხიდან ტანსაცმლის მოპარვას ცდილობდა.
ის ავტოფარეხის მეპატრონემ თავად დააკავა და პოლიციას გადასცა.
ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
იტალიური მედიის ცნობით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს მოდენას პროვინციაში ცხოვრების უფლება აუკრძალა.
თაგები:
იტალია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს