იტალიის ხუთ რეგიონში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო 70 წლის განმავლობაში უმძიმესი გვალვის გამო იტალიის ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საგანგებო რეჟიმი მოქმედებს ემილია რომანაში, ფრიული ვენეცია ჯულიაში, ლომბარდიაში, პიემონტსა და ვენეტოში.
მედიის ცნობით, მდინარე პო ველის ტერიტორიაზე, სადაც იტალიაში წარმოებული საკვები პროდუქტების 40 პროცენტი მოდის, ნალექი უკვე ოთხი თვეა, არ მოსულა.
იტალიის ასობით ქალაქში იძულებული გახდნენ, წყლის მომარაგება დაეწყოთ. მათ შორისაა ვერონა და პიზა.
ადგილობრივი ხელისუფლება გვალვის შედეგების დასაძლევად, 36 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.
თაგები:
იტალია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს