
ავტორი
Front News საქართველო
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში სერჯო მატარელა აღნიშნავს, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.
"დღეს, როდესაც მეგობარი ქართველი ხალხი აღნიშნავს და ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, მსურს გულითადად მოგილოცოთ იტალიის რესპუბლიკის სახელით.
მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, რომელიც კვლავაც დამძიმებულია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგებითა და ჩვენი საზღვრების მახლობლად არსებულ რეგიონებში მრავალრიცხოვანი კრიზისული კერებით, თბილისი და რომი არ ამბობენ უარს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეგობრობის სულისკვეთებით.
ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, იტალია კვლავაც გულდასმით ადევნებს თვალყურს საქართველოს გზას ევროკავშირისაკენ და იმედოვნებს, რომ ეს გზა ახალი და მტკიცე იმპულსით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსტრუქციულ ურთიერთქმედებაზე და უპირველეს ყოვლისა, ევროპული ინტეგრაციის საფუძვლებისა და დემოკრატიული ღირებულებების სრულ ერთგულებაზე.
სასიამოვნოდ ვიხსენებ მილანო-კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე თქვენს მონაწილეობას და ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნულია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
თაგები:
სერჯო მატარელა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს