იტალიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის განცხადება არ დააკმაყოფილა


ავტორი
Front News საქართველო
იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა.
“პრეზიდენტმა არ მიიღო გადადგომა და შესთავაზა პრემიერ-მინისტრს გამოსულიყო პარლამენტში შექმნილი ვითარების შესაფასებლად“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დრაგის მთავრობა სენატში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა მისი მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი კოალიციის მთავარმა მოკავშირემ გამოუცხადა.
ამასთან დაკავშირებით, დრაგიმ გამოაცხადა, რომ ნდობის პაქტი, რომელიც მხარს უჭერდა ეროვნული ერთიანობის მთავრობას, აღარ იყო ძალაში და გადადგომა გამოაცხადა.
თაგები:
მარიო დრაგი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს