
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიიდან, გახარიას გუნდში, იმ 6 დეპუტატის წასვლა, ერთჯერადი პროცესია.
"ეს არის ერთჯერადი პროცესი, როცა 6 დეპუტატი, გახარიას გუნდში მოაზრებული, გავიდა "ქართული ოცნებიდან", მაგრამ ის, რომ იწუნებენ "ქართული ოცნების" პოლიტიკას და დამოკიდებულებას საკითხების მიმართ, ახლა, 4 თვეში რა ნახეს განსხვავებული? მადლობის თქმაც კი ვერ მოასწრო, თანაგუნდელების და მომხრეების მიმართ (რომ უბრალოდ მადლიერება გამოეხატათ), რომ ისინი მას მიეხმარნენ და არჩევნებში მოიგეს. შედეგი, რამაც განაპირობა ამ დეპუტატების პარლამენტში შემოსვლა და განსაკუთრებით მაჟორიტარების, უდიდესწილად არის "ქართული ოცნების" გუნდის დამსახურება, რომლის გუნდშიც არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ამომრჩევლები", – განაცხადა ხუნდაძემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალ პარტიას ქმნის. მისი გუნდის წევრებმა "ქართული ოცნება" უკვე დატოვეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს