იუკნევიჩიენე - არ შეგვიძლია იმის დაშვება, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს

ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნება“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებს აძლიერებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები „საბოტაჟის“ ბრალდებით გაუყინა, რადგან მათ მომიტინგეებს ელემენტარული დამცავი აღჭურვილობა დაურიგეს.
ევროპარლამენტმა განსაზღვრა, რა პასუხი უნდა ჰქონდეს ევროკავშირს.
არ შეგვიძლია იმის დაშვება, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს", - წერს ევროპარლამენტარი.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე




