იუკნევიჩიენე - ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ სანქციები და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა პასუხისმგებელი პირების და დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” ვერ შეინარჩუნებს ევროპულ გზას, ეს არის კრემლის მარიონეტი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის დასახმარებლად სანქციების ზომებია საჭირო.
“ქართული ოცნება” ვერ შეინარჩუნებს ევროპულ გზას - ეს არის კრემლის მარიონეტი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ხალხის დასახმარებლად, რომლებიც ერთი წელია, ქუჩაში აქციებს მართავენ ევროპული საქართველოსთვის, არის სანქციები და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა პასუხისმგებელი პირებისა და ასევე დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ. ერთ-ერთი არხი ამ დრომდე აქ თავისუფლად მუშაობს. "რაშა თუდეი" და "სპუტნიკი" აკრძალულია, მაგრამ "ქართული ოცნების" არხი "იმედი" აქ თავისუფლად მუშაობს, ავრცელებს სიძულვილს ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


