
ავტორი
Front News საქართველო
მხოლოდ ორ გზას ვხედავ საქართველოსთვის – ეს არის ევროპული გზა ან “რუსული სამყარო”. ასე რომ, ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, აგრესიული რეჟიმის პირობებში, თუ დემოკრატიაში, ევროპული ცხოვრების წესით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისივე თქმით, უცნაურია, რომ 80%-ზე მეტი საქართველოში ევროპული გზის მომხრეა და ზოგიერთი მათგანი მაინც ხმას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის მიმართ.
“ყველაზე დიდი გამოწვევა არის ახლა საქართველოს მომავალი, იმიტომ რომ მე მხოლოდ ორ გზას ვხედავ საქართველოსთვის – ეს არის ევროპული გზა ან “რუსული სამყარო”. ასე რომ, ხალხმა უნდა აირჩიოს, პუტინის კლეპტოკრატიაში უნდა ცხოვრება, აგრესიული რეჟიმის პირობებში, თუ დემოკრატიაში, ევროპული ცხოვრების წესით. მე ლიეტუველი ვარ და ვიცი, რომ ევროპამ ბევრი მისცა ჩემს ქვეყანას, ჩვენ ევროკავშირს 2004 წელს შევუერთდით და ახლა ქართველებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
უცნაურია, რომ 80%-ზე მეტი საქართველოში ევროპული გზის მომხრეა და ზოგიერთი მათგანი მაინც ხმას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ მხარდაჭერას რუსეთის მიმართ”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
თბილისში ჯორჯ ბუშის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის მე-8 კონფერენცია “გარდამტეხი წელი” იმართება.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს