იუკნევიჩიენე - მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთხმად მიიღოს

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთხმად მიიღოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" დიქტატურის გზა აირჩია.
"ოპოზიციის სამი ლიდერი: ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს. ევროკავშირში ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის გზა აირჩია?!
მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს, რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები ერთხმად მიიღოს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით, კოალიცია "ძლიერი საქართველოს "ლიდერებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 8-თვიანი, "კოალიცია ცვლილებებისთვის " ერთ-ერთ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს კი 7-თვიანი პატიმრობა 23 ივნისს შეუფარდეს.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე




