
ავტორი
Front News საქართველო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილს გამოადგება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს.
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (oscepa) პრეზიდენტის პია ლისა კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და მის მიერ შექმნილი სახელმწიფო დატყვევების სქემის აღიარებისთვის იქნება გამოსადეგი.
ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ ისინი მიზნად ისახავს შუამავლობას ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში”, – წერს იუკნევიჩიენე.
ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში 8-10 იანვარს oscepa-ს პრეზიდენტი პია კაუმა ვიზიტს გეგმავს.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს