Logo

იუკნევიჩიენე - საქართველოში ვითარება ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ ჩვენ რეალისტური მიდგომა უნდა გვქონდეს

პოლიტიკა
359
Frontnews image description

დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის გზას არ დაუბრუნდება. ისინი დემოკრატიულები ვერ გახდებიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მდგომარეობა კრიტიკულია, ვითარება ყოველდღიურად უარესდება და ამიტომ რეალისტური მიდგომაა საჭირო.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის გზას არ დაუბრუნდება. ისინი დემოკრატიულები ვერ გახდებიან. ეს იგივეა, რომ გჯეროდეს, პუტინი გახდება დემოკრატიული და ყველას ბოდიშს მოუხდის, ან ლუკაშენკო. იმავეს ვხედავ საქართველოშიც. ეს მთავრობა ევროპულ გზას არ დაუბრუნდება, სწორედ ამიტომ არის საჭირო ახალი, სამართლიანი არჩევნები.

საქართველოში მდგომარეობა კრიტიკულია, ვითარება ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ ჩვენ რეალისტური მიდგომა უნდა გვქონდეს. არავინ ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იმავე პირობებით მისაღებია. არაფერი გაუმჯობესებულა. ყველაფერს ისევ მმართველი, „ქართული ოცნების“ პარტია აკონტროლებს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ვინმე ევროპარლამენტში ასე არ ფიქრობს. 
 
სამწუხაროდ, დე ფაქტო სახელისუფლებო  მედიის წარმომადგენლებს ჩვენს გამოქვეყნებულ განცხადებაში მხოლოდ ნახევარი თავის გამოქვეყნებით ესკალაციის მცდელობა ჰქონდათ. აქ მკაფიო მესიჯი იყო წინაპირობებთან დაკავშირებით. არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არა მონაწილეობა ყველანაირი ცვლილების გარეშე. თუ იქნება ისეთივე არჩევნები, როგორიც ოქტომბერში გქონდათ, ასეთივე დარღვევებით, მაშინ ეს არჩევნები არ იქნება. ასე რომ, შეუძლებელია, ასეთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როდესაც მკაფიოა, რომ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული რესურსი", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ "ტვ პირველთან".

Advertisement