
ავტორი
Front News საქართველო
სანქციები უნდა იყოს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მოპარულ არჩევნებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ყველა ტიპის სანქციები.
“ჩვენ უკვე ვთქვით ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ჩვენ ძალიან მკაფიოები ვიყავით. სანქციები უნდა იყოს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მოპარულ არჩევნებზე.
ჩვენ ვნახეთ ძალადობა ქუჩებში, ამიტომ დასანქცირება ახლა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო მკაფიოდ ვეტყვით ევროინსტიტუტებს, რომ მალე იმოქმედონ და მიჰბაძონ ბალტიის ქვეყნებს, რომლებმაც უკვე აამოქმედეს სანქციები. საჭიროა ყველა ტიპის სანქციები”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს