Logo

იუკნევიჩიენე – საქართველოს დებიძინიზაცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ინვესტიციაა

პოლიტიკა
426
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ საქართველო წლებია, შორდებოდა ევროპას, მაგრამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო,  – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო, პუტინის მარიონეტად იქცევა.

“2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს ვარდნის ახალი თავი დაიწყო.

თავის დროზე ევროპის სანდო პარტნიორი საქართველო, პუტინის მარიონეტად იქცევა. ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველისთვის, არამედ სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვაა შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

საქართველოს დებიძინიზაცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში ინვესტიციაა. ყველა ქვეყანამ, რომელიც ევროპის მომავალზე ღელავს, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებზე”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

Advertisement