Logo

იუკნევიჩიენე - ზოგადი ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, დემოკრატია ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ახლა საქართველოში ხდება

პოლიტიკა
222
Frontnews image description

ზოგადი ვითარება გაუარესებულია და კიდევ უფრო გაუარესდება, დემოკრატია ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ახლა საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ტიტუშკები" ამ ყველაფრის ნაწილია.

"ზოგადი ვითარება გაუარესებულია და კიდევ უფრო გაუარესდება. როგორც მესმის, მმართველი პარტიიდან არ არის არანაირი თანხმობა იმაზე, რომ რაღაც არასწორს აკეთებენ, პირიქით, ისინი ცდილობენ დიქტატურისა და ავტოკრატიის დამყარებას და ამას რუსულ, კრემლის სტილში აკეთებენ. 

"ტიტუშკები" ამ ყველაფრის ნაწილია, ასე რომ, ძალიან შეშფოთებული ვარ, თუმცა არა გაკვირვებული. ეს მოსალოდნელი იყო, ისინი გამოიყენებენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, როგორც კრემლი. 

დღეს მათ ნიღბები ჩამოხსნილი აქვთ, ისინი აკეთებენ იმავეს, რასაც ადრე, უბრალოდ ახლა ღიად. მათი ინტერესია ქვეყნის ხელში ჩაგდება, რასაც აკეთებენ, რადგან ხვდებიან, რომ ევროპული გზა გულისხმობს დემოკრატიას და ხელისუფლების ცვლას. დემოკრატია ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ახლა საქართველოში ხდება", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

Advertisement