Logo

იულია ტიმოშენკო – დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ყველაფერი შევცვალოთ

უკრაინა
31.03.2019 / 19:01
Frontnews image description

თბილისი: მჯერა, რომ უკრაინაში ახალი ეპოქა დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

 

“უკრაინა იქნება მშვიდობიანი და აყვავებული, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერია. ვიცი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ყველაფერი შევცვალოთ“,- განაცხადა ტიმოშენკომ.

 

უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი დღეს პრეზიდენტს ირჩევს. კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

თაგები:

Advertisement