იულიან ბულაი – გამოვხატავ შეშფოთებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკურმა სივრცემ მიაღწია უპრეცედენტო დონეს, რადგან, ეს გახდა დე ფაქტო რეფერენდუმი საქართველოს ტრაექტორიის და საგარეო გზის მიმართ, – ამის შესახებ ALDE-ს წევრმა იულიან ბულაიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების ხარისხი ასახავდა იმ ტენდენციას, რაც იყო წინა საარჩევნო პერიოდშიც.
“ევროსაბჭოს კომისია მოიწვიეს იმისთვის, რომ დაკვირვებოდა არჩევნებს, რადგან, საქართველო ექვემდებარება საპარლამენტო ასამბლეების მონიტორინგის პროცესს ევროპის საბჭოს მასშტაბით. ერთი თვის წინ მე ვხელმძღვანელობდი წინა საარჩევნო დელეგაციას და ჩვენ გამოვიტანეთ დასკვნა, რომ პოლიტიკურმა სივრცემ მიაღწია უპრეცედენტო დონეს, რადგან, ეს გახდა დე ფაქტო რეფერენდუმი საქართველოს ტრაექტორიის და საგარეო გზის მიმართ.
მე გამოვხატავ შეშფოთებას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. არჩევნების ხარისხი ასახავდა იმ ტენდენციას, რაც იყო წინა საარჩევნო პერიოდშიც. მასში შედიოდა შეკითხვები სახელმწიფო ინსტიტუტის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაშფოთებდა სიძულვილის ენა საზოგადოების მიმართ და ასევე განსხვავებული შეხედულებების მიმართ, რაც უკავშირდება “უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის” კანონის მიღებას, რამაც განხეთქილება შემოიტანა. ჩვენი გამოცდილებით, რასაც დავაკვირდით, არსებობდა 2 სამყარო. ერთი – საარჩევნო უბანსა და მის შიგნით ხმის მიცემის პროცესი იყო კარგად ადმინისტრირებული, ხოლო, მეორე – ეს იყო საარჩევნო უბნების გარეთ. მმართველი პარტიის კამერების არსებობა და ამომრჩევლების აღრიცხვა ქმნიდა ზეწოლის კლიმატს“, – განაცხადა უილიან ბულაიმ.
თაგები:
იულიან ბულაი




