იურაი ბლანარი - საქართველოს აქვს 7% ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სურთ, რომ საქართველოსთან ეკონომიკური დიპლომატია გააღრმაონ.
„დღეს ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა. გვინდა, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატია.
ვაპირებთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატიის გამოგზავნას საქართველოში, რომ მან ეძიოს და გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა. არსებობს ბევრი სფერო, რომელშიც შეგვიძლია საქართველოსთვის სასარგებლო ვიყოთ. მაგალითად, მწვანე ენერგიები, ინოვაციები, გამავალი წყლების გაწმენდა.
დიდი ხანი არ არის, რაც სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ქალბატონ მინისტრთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ამ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მოხარული ვიქნებით, რომ დავასრულოთ სხვა შეთანხმებებიც. ქალბატონ მინისტრს ვთხოვე, რომ თავის კოლეგებთან ეს საკითხი მიიყვანოს ბოლომდე. მაგალითად, შეთანხმება ინვესტიციების შესახებ“, - განაცხადა ბლანარმა.
თაგები:
იურაი ბლანარი




