
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მოთხოვნა, ოფიციალური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ არის ის, რომ მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ადგილზე კვლევას აწარმოებს და აკვირდება არჩევნებს, – ამის შესახებ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წევრმა იურგენ ჰარდტმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ იქნება არანაირი კომპრომისი პრინციპებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით.
“ევროკავშირის გაფართოების საკითხში გერმანიის პოლიტიკის საკითხში სტაბილურობა შენარჩუნდება. არ იქნება არანაირი კომპრომისი პრინციპებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით. მომავალი წლის სექტემბერში გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მინდა, დარწმუნებული იყოთ, რომ ახალი მთავრობის შედეგად მოვა ქვეყნის სათავეში, წარმოდგენილი იქნება ჩვენი პარტიებით, ამიტომ, გერმანიის პოლიტიკის კურსი საქართველოსთან და გაფართოებასთან მიმართებით, არ შეიცვლება.
ჩვენი მოთხოვნა, ოფიციალური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ არის ის, რომ მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ადგილზე კვლევას აწარმოებს და აკვირდება არჩევნებს”, – განაცხადა იურგენ ჰარდტმა.
თაგები:
იურგენ ჰარდტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს