იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიას განცხადებით, კანონში ცვლილებების შეტანის მოტივაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს.
“2020 წელს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის 1961 წლის „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ ერთიანი და გაეროს 1971 წლის „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ კონვენციების, ასევე ,,ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის“ 1988 წლის კონვენციის თანდართულ სიებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ჩვენს კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ სიებს რამდენიმე ნივთიერება დაემატა, რომელთა ნებისმიერი ოდენობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია აღნიშნული ნივთიერებების მცირე, საშუალო და დიდი ოდენობების განსაზღვრა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბუნებრივია, როდესაც შესაძლებელი გახდება ნივთიერებათა ოდენობების განსაზღვრა, ცვლილებები კანონმდებლობაში ამ მიმართულებითაც აისახება.
თაგები:
თამარ გაბუნია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს