იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არჩევას გაუწია რეკომენდაცია


ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების მოსმენა დასრულდა.
კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია. გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, თენგიზ თევზაძეს კომიტეტმა რეკომენდაცია არ გაუწია.
კომიტეტის წევრებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ორივე კანდიდატს სხდომაზე დამსწრე კომიტეტის ყველა წევრებმა დაუჭირა მხარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარმოდგენილ ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებს კომიტეტის წევრებმა რეკომენდაცია არ გაუწიეს.
საკითხის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.
გასული წლის დეკემბერში პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
თაგები:
გიორგი კალანდრიშვილი

იურდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის, წევრობაზე გია ცაცაშვილის და მაია ზარიძის არჩევას გაუწია რეკომენდაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ორივე კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატს რეკომენდაცია გაუწია