
ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოუსმინა და მხარი დაუჭირა.
კანდიდატის მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ და ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების – იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გასაუბრების პროცესში შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის: მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, სასამართლოსადმი გაზრდილ მიმართვიანობას და გადატვირთულობაზე, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობაზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატის გაფართოებასა და “ვეტინგის“ სისტემაზე.
ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2020 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.
კანდიდატის მოსმენის პროცესში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს