Logo

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს არჩილ გორდულაძე უხელმძღვანელებს

პოლიტიკა
11.12.2024 / 14:59
Frontnews image description

პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ  არჩილ გორდულაძე აირჩია. მის კანდიდატურას პარლამენტის 87-მა  წევრმა დაუჭირა მხარი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა არჩილ გორდულაძეს კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები