
ავტორი
Front News საქართველო
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას „კრედიტ სუისს“-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ. ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, „კრედიტ სუისს“-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან- ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია, საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
თაგები:
ბიძინა ივანიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს