
ავტორი
Front News საქართველო
“სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების შემძენი იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლი.
კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.
პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის განმარტებით, „იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯეროვანი დამოუკიდებლობა, საჭიროა მას საკუთრებაში, განკარგვის უფლებით გადაეცეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31-ში და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობა“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს.
თაგები:
კანონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს