იუსოვი – უკრაინამ მიმართა და აგრძელებს მიმართვას ცხედრების გადმოცემის თაობაზე, ჯერჯერობით რუსული მხარე არ რეაგირებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ რუსეთის ფედერაციას იმ სამხედრო ტყვეების ცხედრების დაბრუნებასთან დაკავშირებით მიმართა, რომლებიც თითქოს ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა აგრესორი ქვეყანა ამ თხოვნაზე ჯერ არ რეაგირებს, – ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“დიახ, უკრაინამ მიმართა და აგრძელებს მიმართვას ცხედრების გადმოცემის თაობაზე. ჯერჯერობით ამაზე რუსული მხარე არ მოდის. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნაა ჩაატაროს მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიება არა მხოლოდ ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებებზე, არამედ იმაზე, რაც რეალურად იყო შიგნით – იყო თუ არა იქ ხალხი, იყო თუ არა იქ რაიმე საბრძოლო მასალა, ვინ იყო იქ, ეკიპაჟის გარდა“, – განაცხადა დაზვერვის წარმომადგენელმა.
იუსოვის თქმით, უკრაინაში ამ 65 ჯარისკაცის სტატუსი, რომლებიც რუსებმა დაღუპულად გამოაცხადეს, არ შეცვლილა – ისინი კვლავ სამხედრო ტყვეებად ითვლებიან.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა, რომელიც 31 იანვარს მოხდა, ილ-76-ის დაცემის დღეს ჩაშლილი ოპერაციის “თითქმის დასრულება“ იყო.
გუშინდელი გაცვლის ფარგლებში, უკრაინელები, რომლებიც 24 იანვარს უნდა გაეცვალათ, სახლში დაბრუნდნენ – 65 ადამიანის გარდა იმ სიიდან, რომლებიც თითქოს თვითმფრინავში იმყოფებოდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს