
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, პროცედურების დასრულების შემდეგ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე უმოკლეს ვადაში პრეზიდენტს გაეგზავნება.
“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დასკვნის მიღების შემთხვევაში, ფარცხალაძეს მოქალაქეობას დაუყოვნებლივ შეუწყვეტს.
თაგები:
ოთარ ფარცხალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს