
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ცვლილებების პროექტი პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა. მისი განცხადებით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, საჯარო სამსახურის კანონი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე გავრცელდება.
“ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება იმ მიზანს, რომ მოხდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გათანაბრება სხვა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებთან მიმართებით“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს