
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის სამინისტროსთან ოპოზიციის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ღამე გაათენეს, იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ. სამინისტროს შენობა გარშემორტყმულია სამართალდამცველების ცოცხალი ძალით.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, აქციები არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო დაწესებულებაში არ გადიყვანენ.
“არ გავჩერდებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება უსაფრთხო გარემოში გადაყვანილი. სანამ მთავარი მიზანი არ იქნება მიღწეული და ეს რეჟიმი არ აღიარებს რომ მიტაცებული აქვთ სახელმწიფო აქვს, საპროტესტო მოძრაობა არ გაჩერდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს