
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის სამინისტროსთან, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრთან შესვლას ცდილობდნენ, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ამის შესაძლებლობას კი მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ.
დეპუტატების განცხადებით, მათ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აქვთ.
დეპუტატები ანი წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, აკო მინაშვილი და ლევან ბეჟაშვილი პოლიციელებისაგან კანონის შესაბამის მუხლის დასახელებას ითხოვენ, თუ რის საფუძველზე არ აძლებენ მათ შენობაში შესვლის საშუალებას.
“კანონს არღვევთ, არ მიშვებთ ადმინისტრაციულ შენონაში, ასრულებთ პარტიის დავალებას და არ ემსახურებით კანონს”, – განაცხადა ანი წითლიძემ.
პოლიციელები თავის მხრივ დეპუტატების პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
გოგა მემანიშვილის თქმით, თუ ვინმე მოისურვებს შეხვედრას, შეხვდებიან და ამას პოლიცია არ წყვეტს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს