
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს კონკურსს – “სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის” მონაწილეობის მისაღებად.
“სამოქალაქო ინტეგრაციის აკადემია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ წარმოადგენს მინისტრის აპარატის მიერ ახლად დანერგილ სასწავლო ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებმა შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და განივითარონ ახალი უნარები, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მოახდინონ თავიანთი თემის საჭიროებების, რესურსების იდენტიფიცირება და მიიტანონ ის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
პროექტის ფარგლებში 18-29 წლის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხების შესახებ, ისწავლონ პროექტის წერა და პრაქტიკაში მათი განხორცილება მოსახლეობასთან კომუნიკაციის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და რესურსების მოძიების მიმართულებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპი დაეთმობა მონაწილე ახალგაზრდების მიერ დევნილთა ჩასახლებებში შეხვედრების ორგანიზებას, პრობლემებისა და რესურსების იდენტიფიცირების მიზნით, რის საფუძველზეც დაიწერება პროექტები, ხოლო მათგან ორი საუკეთესო იდეა განხორციელდება.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გამოგზავნონ სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 31 ოქტომბრამდე.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება ონლაინ რეჟიმში.
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე – https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe0-rARMzrW-nYwE1wXO2OVR17Gqu8vMYoKXlpQWkX2xIwJHw/viewform?fbclid=IwAR2dt8x-KZOlskOTAaqPqO5Vzk1Y7YX-uD-kDtsf_6kRidVRfYhjWE6B25I
თაგები:
აფხაზეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს