
ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდების, სამოქალაქო და საჯარო სექტორის მონაწილეობით კონფერენცია – „ჰიბრიდული ომი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში“ ჩატარდა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა საბა ფიფიამ. ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება უპირველესია კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში. ახალგაზრდები სწორედ ის ძალაა, რომელმაც აქტიურად უნდა იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატი მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე“- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა.
“არსებულ რეალობაში, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდობას და მათ პროცესებში ჩართულობას ვეყრდნობით. ასევე, აქტიურად უნდა გავაძლიეროთ დიასპორების როლი სამშვიდობო პროცესებში“. პანელურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მინისტრის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები და მოწვეული სტუმრები.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს