
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია პროექტის “ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“ ფარგლებში ქართველ და უკრაინელ დევნილ ბავშვებს შეხვდა.
ღონისძიების ფარგლებში, დევნილი ბავშვებისთვის, კონფლიქტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მცირე სახის, სემინარი გაიმართა, მოეწყო მშვიდობის თემატიკაზე შექმნილი ერთობლივი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა. მოსწავლეებმა ღონისძიების ბოლოს სიმბოლური საახალწლო საჩუქრები მიიღეს.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური და მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის 41-ე საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
თაგები:
ნანა გაბელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს