ივა ჩუბინიძე – ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი


ავტორი
Front News საქართველო
მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი, – წერს გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ივა ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.
“მოგესალმებით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი არის უახლეს ისტორიაში, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობა” გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში.
მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის, თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება ქვეყნის და ერის წინაშე.
ჩვენ აუცილებლად გავხდებით მეგობრებო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით“, – წერს ივა ჩუბინიძე.
თაგები:


ლევან ჭანტურიძე – ვტოვებ პარტიას “გახარია – საქართველოსთვის” და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი

ირაკლი თავდგირიძე – ვტოვებ “საქართველოსთვის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი

გიორგი ხოჯევანიშვილი – ვტოვებ პარლამენტის წევრის მანდატს, ვწყვეტ პოლიტიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს