ივა ჭყონია – აჯობებს კანდიდატი დასახელდეს, რადგან ხალხს წარმოდგენა ჰქონდეს, თუნდაც ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი

ავტორი
Front News საქართველო
აჯობებს კანდიდატი დასახელდეს, რადგან ხალხს წარმოდგენა ჰქონდეს, თუნდაც ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა ივა ჭყონიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიციური მმართველობა სიახლე იქნება, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის.
“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაურკვევლობაში რომ არ იყოს, თავიდანვე კარგი იქნება თუ არ იქნება, რომელიმე პარტიის კუთვნილება პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი, შესაბამისად, ჩვენ ამას ვეთანხმებით და ვემხრობით. აჯობებს, რომ დასახელდეს, რადგან ჩვენს ხალხს წარმოდგენა ჰქონდეს, თუნდაც ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. საინტერესოა პრეზიდენტი ვის დაასახელებს, მაგრამ ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს, რომ 26-ში დავასრულოთ ის რეჟიმი, რასაც რუსული რეჟიმი ჰქვია და დავიწყოთ ახალი მიმართულებით ცხოვრება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის და რაზეც ჩვენ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიები, ვინც კოალიციას შევკრავთ აუცილებლად შევთანხმდებით, ეს არის გადასახადების შემცირება, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, დაახლოებით 2005 წელს, როდესაც რეფორმები ჩატარდა და იყო კოლოსალური გადასახადები, რომელიც შემცირდა, ქვეყნის ეკონომიკამ დაიწყო ძალიან სწრაფად ზრდა, შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პროექტში, რომ, როგორც დამატებითი ღირებულების გადასახადზე არის საუბარი, ასევე საშემოსავლო შემცირდეს, რომელიც ისევ დარჩება დამსაქმებლებში და დასაქმებულებში, რაც არის ცალსახად მნიშვნელოვანი. ევროპა არის 500-მილიონიანი ბაზარი, რომელმაც კარი ფართოდ გაგვიღო, თუმცა, დღეს, მიზანმიმართულად, ჩვენი მთავრობა უპირისპირდება ჩვენს ყველაზე ახლო მთავრობას“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.
თაგები:
ივა ჭყონია




