Logo

ივა ჭყონია – ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება სხვადასხვა დარგის სფეროს წარმომადგენლებთან

პოლიტიკა
806
Frontnews image description

მეც ვაღიარებ, რომ დღეს ჩენს ქვეყანას ჰყავს ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მივაწვდით იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ კრიზისს ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი.

“პოლიტიკურ კრიზისს ყოველთვის მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი. ეკონომიკური კრიზისი ერთი კომპონენტისგან ნამდვილად არ შედგება. აქ არის ძალიან ბევრი ისეთი პრობლემატური საკითხი, ჯამურად აღებული, რომელმაც შეიძლება, ერთიანად იფეთქოს. ამიტომ, მეც ვაღიარებ, რომ დღეს ჩენს ქვეყანას ჰყავს ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება სხვადასხვა დარგის სფეროს წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი მხრივ, მივაწვდით იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას”, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინანსისტებს ხვდება.

თაგები:

ივა ჭყონია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები