ივანე ჩხაიძე – ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს არ ჰქონია


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარება რჩება. ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორანავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.
“როდესაც ვსაუბრობთ დელტა ვარიანტზე, ორი განსაკუთრებული თვისება უნდა აღვნიშნოთ, უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა. ეს განაპირობებს სხვა მუტაციებთან შედარებით სტაციონარებში მიმართვიანობის მეტ სიხშირეს. დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა. თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ
თაგები:
ივანე ჩხაიძე

“ბატონო ზურაბ, ცნობა ჩვენი და საქართველოს გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია და თქვენს ოცნებას ასრულება არ უწერია”

დიმიტრი სამხარაძე – მტრობას, ღალატს, უსამშობლობას და მავნებლობას რომ თავი დავანებოთ, ასეთი სუსტი და უვარგისი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ყოლია

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს