ივანე ჩხაიძე – ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუძლებთ, მაგრამ ეს რეზერვი ამოწურვადია


ავტორი
Front News საქართველო
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა, ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგეს.
“რისკი იმისა, რომ ასეთი მაჩვენებლების გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყანას გარკვეული პრობლემები შეექმნას, საწოლფონდის უზრუნველყოფის, კრიტიკული მედიცინის საწოლების გამოყოფის, სასწრაფო დახმარების დროული მომსახურის მხრივ, არის ძალიან მაღალი. ჯერჯერობით ჩვენ ამას ვუძლებთ, მაგრამ ეს რეზერვი ამოწურვადია. თუ ჩვენ ვერ მივიღეთ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებლების შემცირება, მაშინ ქვეყანას ეს პრობლემა დაუდგება”, – აცხადებს ჩხაიძე.
საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა.
თაგები:
ივანე ჩხაიძე

მამუკა მდინარაძე – ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა, მაგრამ წინ მიდის, ეს პროგრესი ხელშესახებია და საბოლოო ჯამში ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება

პაატა მანჯგალაძე – ეს არის დაუდევრობა, ეს არის დანაშაული, ახლა არაა ამაზე საუბრის დრო და ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ თავმოყვარე, უძველესი ერი ვართ, ამას რომ ამბობს ვიღაც, არ ვიცი ვინ თქვა, არ მომისმენია, მაგრამ რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ასეთი გამონათქვამები, ეს არის ერის შეურაცხყოფა