
ავტორი
Front News საქართველო
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნებისმიერი ახალშობილი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირდება, მაღალი რისკის ქვეშაა.
“ნებისმიერი ახალშობილი, 2 თვემდე ასაკის ბავშვი, ინფიცირებული კორონავირუსის ნებისმიერი ვარიანტით, ეს იქნება ჩინური, თუ მუტაციის შემდეგ განვითარებული, უზარმაზარი რისკის ქვეშაა, ვინაიდან, ამ ასაკობრივ ჯგუფში ფილტვის მწვავე ინფექცია, განსაკუთრებით ფილტვის დიდი მოცულობის დაზიანებით, ყოველთვის კრიტიკულია და მათში გარდაცვალების რისკი ძალიან მაღალია”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ციციშვილის კლინიკაში, დღეს, კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ექიმები მის მდგომარეობას თავიდანვე კრიტიკულად აფასებდნენ და კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს