ივანე ჩხაიძე – ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია


ავტორი
Front News საქართველო
იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვები არიან, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით. თუ ჩვენ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% არის ბავშვი, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია”, – განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. მათ ვირუსის დელტა შტამი ჰქონდათ და ციციშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ.
თაგები:
კორონავირუსი

ივანე ჩხაიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შემოვიდეს პრეპარატი, რომელიც იქნება ეფექტური და უსაფრთხო

ივანე ჩხაიძე – ნებისმიერი ახალშობილი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირდება, მაღალი რისკის ქვეშაა

ივანე ჩხაიძე – ერთი და იგივე სიმპტომები აქვს: მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების, კუნთების, ყელის ტკივილი