
ავტორი
Front News საქართველო
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, დღეს პანდემიის დაწყებიდან მეორედ 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მდგომარეობა მართლაც კრიტიკულია და რაღაც ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას.
“სექტემბრის მეორე ნახევრისა და მთელი ოქტომბრის განმავლობაში ყოველდღიურად მცირდება აცრილთა დღიური რაოდენობა. შესაბამისად, ეს რესურსი ქვეყანას არ გააჩნია. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვა როგორც ხორციელდება, ადვილი სანახავია – ნახეთ, რამდენი ადამიანი ატარებს პირბადეს და იცავს სოციალურ დისტანციას, ესეც ფუჭი იმედია. გვრჩება ერთადერთი გამოსავალი – გავიზიაროთ მრავალი ქვეყნის გამოცდილება, რომლებმაც ასეთ ვითარებაში შერჩეულ ჯგუფებში ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს ან აამოქმედეს „მწვანე კოვიდპასპორტები“. წინ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. ველოდებით სხვა ტიპის რესპირაციული ვირუსული ინფექციების მატებას, გრიპის გამოჩენას. ასე რომ, მომდევნო თვეებში მდგომარეობა თავისით ვერ გაუმჯობესდება“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს