Logo

ივანე მაჭავარიანი - ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც საკითხი გააქტიურდა, მანამდე წარმოდგენა არ მქონდა

პოლიტიკასამართალი
161
Frontnews image description

პროკურატურაში ჩორჩანას საკითხზე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი გამოიკითხა.  ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც მან პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ თემის გააქტიურების შემდეგ შეიტყო.

"ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო შეკითხვები. მე განვუმარტე, რა იყო რეალობა. მე ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდია 2019 წელს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.

Advertisement