“ივანიშვილის გარემოცვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ”


ავტორი
Front News საქართველო
რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციის აქციები, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს აქციები მოლაპარაკებების პროცესს უშლის ხელს.
„ვხედავთ სრულიად საფუძველს მოკლებულ, ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ისე მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან, ვითომ ოპოზიციის მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქცია შეუქმნა პრობლემები მოლაპარაკებებს. ეს არის სრულიად არალეგიტიმური და სიცრუით სავსე პოზიცია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აქციის ფორმას შევცვლით. ივანიშვილის გარემოცვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს