“ივანიშვილს უნდა მთელი ქვეყანა გადაიქცეს ერთ დიდ ჰესად”


ავტორი
Front News საქართველო
"ივანიშვილს უნდა მთელი ქვეყანა გადაიქცეს ერთ დიდ ჰესად, ერთ დიდ გენერატორად, რათა კვებოს ერთი დიდი სერვერი, პირობითად საკუთარი ბიტკოინების წარმოებისათვის"-აღნიშნული განცხადება "ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა გააკეთა. მან იმ ზაიანსა და შედეგებზე ისაუბრა, რაც გიგანტური ჰესების აშენებას მოჰყვება.
"საუბარია ქვეყნის მასობრივ განადგურებაზე, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. თუკი ადრე ივანიშვილის რეჟიმი ბიუჯეტს ხრავდა, დღეს ცდილობს გამოფატროს საქართველო. ამ რუკაზე აღნიშნული წერტილები (რუკა გაშავებულია ფაქტობრივად) არის ივანიშვილის ოცნებები საქართველოს დატბორვა-განადგურების თაობაზე და რატომ? ყოველგვარი საუბარი ენერგოდამოუკიდებლობის თაობაზე არის ფუჭი და პიარი. იმიტომ კი არა, რომ ელექტროენერგია ოდესმე არ დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, დაგვჭირდება, მაგრამ ამ წუთას ისინი ცდილობენ 200-მდე ჰესის აშენებას, აქედან 30-მდე დიდი ჰესის. ეს ყოველივე, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ბიტკოინომანიას. საქართველო, ერთ-ერთი პატარა ქვეყანა, არის მესამე ადგილზე ბიტკოინების წარმოებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს უნდა მთელი ქვეყანა გადაიქცეს ერთ დიდ ჰესად, ერთ დიდ გენერატორად, რათა კვებოს ერთი დიდი სერვერი, პირობითად საკუთარი ბიტკოინების წარმოებისათვის. აქედან, არავინ ხეირს არ ნახავს, გარდა დატბორვის, ნაპირის დაშლის, ადამიანების მსხვერპლის, სოფლის მეურნეობის ზიანის, კულტურული მემკვიდრეობის განადგურების, ტურისტული პოტენციალის დაკარგვის და ა.შ. საბოლოო ჯამში პრობლემა საკუთარ ხელისუფლებაშია, რომელიც მზად არის საკუთარი მიწა, ტყე, ქვეყანა გაყიდოს, გამოფატროს, იმიტომ რომ იშოვოს ბიტკოინებით ფული. პლიუსს ამას, ახლახანს გახდა ხელშეკრულების დეტალები ცნობილი (ნამახვანთან მიმართებაში), რომელსაც ასაიდულმებდნენ. ყველა ხელშეკრულება სხვა ჰესებთან მიმართებაშიც არის მსგავსი. ყველგან ინტერესი არის მხოლოდ და მხოლოდ ბიტკოინი, წიაღი, ტყე"- განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ჰესების აკრძალვა ივანიშვილის საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც არ შეასრულა. ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დიდი ჰესებისა და ბიტკოინების წარმოება უნდა აიკრძალოს.
"ივანიშვილი როცა ამზადება საარჩევნო პროგრამას, მე მთხოვეს ვყოფილიყავი გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის თავს მოამზადებდა ამ პროგრამაში (2012 წელს, როცა ოპოზიციაში იყვნენ და შემდეგ უკვე ხელისუფლებაში მოვიდნენ). პროგრამა ჩემი ავტორობითაა მომზადებული და ხელს ივანიშვილი და სხვადასხვა პარტიები აწერენ. მოკლედ, ივანიშვილი პირდებოდა ხალხს, რომ საქართველოში დიდი ჰესები აიკრძალებოდა. შეგიძლიათ გუგლი გამოიყენოთ, მოძებნოთ 2012 წლის საარჩევნო პროგრამა "ქართული ოცნებისა", 55-ე გვერდი, პირველი აბზაცი, მესამე სტრიქონი. ლამისაა ბიბლიასავით მაქვს დამახსოვრებული, იმიტომ რომ საკუთარი ქვეყნის სრულ განადგურებასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი რომელ დამპყრობელს შევადარო, ერთადერთი აღამაჰმად ხანი მახსენდება და რუსებმაც გაიმეორეს ნაწილობრიბ, როდესაც ტყეს გვიწვავდნენ, იქ სხვა გეგმები იყო, მაგრამ ახლა ფულის გამო გვინადგურებენ ქვეყანას. მე ეს უმნიშვნელოვანესი დაპირება არ გავცვალე არც ფულზე და არც სკამზე, გავაგრძელე ბრძოლა. საქართველოში დიდი ჰესების და ბიტკოინების წარმოება უნდა აიკრძალოს. მცირე ჰესები, გამონაკლისს შემთხვევაში, მხოლოდ მოსახლეობის თანხმობით პლებისციტში შეიძლება იყოს ჩასმული. ეს საკითხი ოკუპაციაზე ნაკლები მნიშვნელობის არ არის, იმიტომ რომ ოკუპირებული შეიძლება დავიბრუნოთ, დატბორილსა და განადგურებულს კი ვეღარ დავიბრუნებთ", – განაცხადა ჩხარტიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს