ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი 23 აპრილისთვის გადაიდო

ავტორი
Front News საქართველო
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო პროცესი 23 აპრილისთვის გადაიდო.
მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, საქმეში 115 მოწმის ჩვენებაა. სადრაძის თქმით, დასაკითხ მოწმეთა რიგითობა ჯერ განსაზღვრული არ არის.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დანიშვნაზე ბრალდების მხარეს დიდი ხანი დასჭირდა. მისივე თქმით, დასახელებული რუკა გამოყენებისთვის უვარგისია და ელემენტარულ კარტოგტაფიულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
დღევანდელ პროცესზე ივერი მელაშვილმა კვლავ განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არც ის და არც ნატალია ილიჩოვა დამნაშავეები არ არიან.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


