“ივერი მელაშვილის განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის, პროკურატურა სასამართლოში ახალ მტკიცებულებად წარადგენს”


ავტორი
Front News საქართველო
დავით გარეჯის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბრალდების მხარე დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ივერი მელაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ახალ მტკიცებულებად წარადგენს. როგორც სადრაძემ განმარტა, მათ შორის მელაშვილის იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის.
„ამავდროულად, დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგენთ დამატებით მტკიცებულებებს. ეს არის ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, სადაც ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, მაგალითად, იმ განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის. ეს არის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები და ბუნებრივია, ამას ჩვენ მტკიცებულებად წარვადგენთ, რადგან ასეთი ფორმით გაკეთებული საჯარო განცხადებები შესაბამისობაში არის ბრალდებულების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებასთან, რომელიც ასევე დოკუმენტურადაა დადასტურებული საქმეში“, – განაცხადა სადრაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედებებისთვის ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს