ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 40 000 ლარი შეგროვდა


ავტორი
Front News საქართველო
“სირცხვილიას” ანგარიშზე კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 40 000 ლარი შეგროვდა.
“ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოეულს 20 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს.
მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
თაგები:
