
ავტორი
Front News საქართველო
"სირცხვილიას" ანგარიშზე კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 40 000 ლარი შეგროვდა.
"ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოეულს 20 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს.
მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს