Logo

“ივერის რომ დაუდგები გვერდში და გადაიღებ, იქ სამწუხაროდ, შეიძლება აგრესია წამოვიდეს”

Frontnews image description

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დავით გარეჯში მომხდარი ინციდენტი შეაფასა.

"პირადად ჩემზე ისეთი ძალადობები მიდის ხოლმე, მირჩევნია ხმალი აიღოთ, თავი მომაჭრათ, ვიდრე ტელევიზიები რასაც აკეთებენ ხოლმე რა. გააჩნია ძალადობას რას უწოდებთ. მე გითხარით, რომ უშუალოდ იმაზე, ივერი რომ მიდიოდა (ივერი მელაშვილი), ივერის რომ დაუდგები გვერდში და გადაიღებ, იქ სამწუხაროდ, შეიძლება აგრესია წამოვიდეს, არაფერ შუაში არ იყო და შენც მიიღო, მაგით ივერი გადაარჩინო, რომ ზედმეტი შეხება არ მოხდეს იმაზე. თორემ მე არ მომწონს ახლა, ადამიანები ვირები არ არიან, ხელი დაარტყა და რაღაცა"-აცხადებს მეუფე იაკობი.

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა "შაბათის მთავარისთვის" სიუჟეტს ამზადებდნენ. ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ "მთავარი არხის" მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები