ივო დაალდერი – პუტინი სავარაუდოდ, გადარჩება ჯერჯერობით, თუმცა ბოლო 24 საათი სერიოზულ კითხვებს აჩენს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში ივო დაალდერი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
“გორბაჩოვი გადაურჩა გადატრიალებას 91 წელს, მაგრამ ხელისუფლება 4 თვის შემდეგ დატოვა. გადატრიალებამ ხაზი გაუსვა მის არსებით სისუსტეს.
პუტინი სავარაუდოდ, გადარჩება ჯერჯერობით, თუმცა ბოლო 24 საათი სერიოზულ კითხვებს აჩენს მისი ძალაუფლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით”, – წერს დაალდერი.
ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერს” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტმა პიკს 23 ივნისს მიაღწია. პრიგოჟინმა რუსი სამხედროები ვაგნერელთა უკანა პოზიციებზე დარტყმაში დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით, უამრავი დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. ამის შემდეგ დაქირავებულთა ხელმძღვანელმა “მოსკოვისკენ წასვლის” შესახებ განაცხადა. შემდეგ მათ დაიკავეს სამხედრო ნაწილები როსტოვში.
“ვაგნერის” ამბოხებას გამოეხმაურა პუტინი, ისინი რუსეთის ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა და ტრადიციულად პირობა დადო, რომ “დაიცავს რუსეთს და ყველა პასუხს აგებს”.
პუტინის საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ჩაბარებას არავინ აპირებს”, რადგან არ სურთ, ქვეყანა კორუფციაში, სიცრუესა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს.
24 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა ხმოვანი შეტყობინება გაავრცელა, რომ “სამართლიანობის მარშით” მივიდნენ მოსკოვამდე 200 კმ-ში, თუმცა აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომ ერთ-ერთი მხრიდან რუსული სისხლი დაიღვრება, ამიტომ კოლონებს უკან აბრუნებს. ეს მიმართვა “ვაგნერის” დამფუძნებელმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა, რომელიც ასევე შეთანხმებული იყო პუტინთან.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს