Logo

“იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

პოლიტიკა
16.07.2021 / 11:57
Frontnews image description

“იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები 19 ივლისიდან ამოქმედდება

 

ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

 

ამასთან, მთავრობის №322 დადგენილებით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

 

18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.

 

დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო მაცნეში გუშინ, 15 ივლისს გამოქვეყნდა.

თაგები:

Advertisement